სიახლეები

NEXT Gardens ჟურნალ Benefit-ის გარეკანზე

NEXT Property-ის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი ბათუმში, NEXT Gardens, პრესტიჟული გამოცემის, Benefit Magazine-ის გარეკანზე მოხვდა. Benefit Magazine საქართველოში ბიზნესის, ცხოვრების სტილისა და ინოვაციების სფეროში ერთ-ერთი წამყვანი ჟურნალია.

გამოცემის ყურადღების ცენტრში ხვდება ინოვაციური ხედვით გამორჩეული კომპანიები, რომლებიც საკუთარ ინდუსტრიაში ახალ ტრენდებს ამკვიდრებენ. სწორედ ამიტომ, ეს აღიარება NEXT Property-ის გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა.

ბათუმში, მწვანე კონცხზე მდებარე NEXT Gardens ბუნებასთან ჰარმონიული და მდგრადი ცხოვრების სრულიად ახალ კონცეფციას წარმოადგენს. პროექტი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, ზღვის პანორამულ ხედებს, მწვანე ლანდშაფტსა და კურორტული ტიპის ინფრასტრუქტურას. ეს ყველაფერი კი კომპანიის მთავარი სტრატეგიის ნაწილია: შექმნას სივრცეები, რომლებიც შთაგონების, ერთიანობისა და მდგრადობის გარანტია

Benefit Magazine-ის გარეკანზე მოხვედრა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს NEXT Property-ის მზარდ როლს თანამედროვე უძრავი ქონების ბაზრის განვითარებასა და საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მსოფლიო დონის სტანდარტების დანერგვაში.