NEXT-ი საფეხბურთო კლუბ „გონიოს“ გენერალური სპონსორი და სტრატეგიული პარტნიორი გახდა
სიხარულით გაცნობებთ, რომ NEXT-ი საფეხბურთო კლუბ „გონიოს“ გენერალური სპონსორი და სტრატეგიული პარტნიორი გახდა.
საქართველოში საფეხბურთო ტრადიციას დიდი ისტორია აქვს და მნიშვნელოვან დატვირთვას ატარებს თითოეული მოქალაქისთვის. ფეხბურთი ქართველებისთვის ბევრად მეტია, ვიდრე სპორტის სახეობა. ყოველი გამარჯვება ქვეყნის გამარჯვებაა, ქმნის ერთიანობის განსაკუთრებულ მუხტს და დიდ მოტივაციას სძენს მოსახლეობას.
ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ NEXT-ის, როგორც საქართველოში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიის პასუხისმგებლობა სცდება დეველოპმენტის სფეროს და ვრცელდება ქვეყნის ზოგადი კეთილდღეობისთვის აუცილებელ სხვა დარგებზე; ამიტომ დაარსების დღიდან დიდი ენთუზიაზმით ვერთვებით საზოგადოებრივ ინიციატივებში და აქტიურად ვუჭერთ მხარს სპორტისა და კულტურის განვითარებას. სწორედ ეს არის ჩვენ მიერ გადადგმული ამ ნაბიჯის მთავარი მიზანიც.
წარმატებებს ვუსურვებთ „გონიოს“. წინ ბევრი საინტერესო სიახლე და გამარჯვებაა!